22:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:46:53, 636 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის წევრმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის წევრი დავით ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით (ETCC) რბოლაში კვლავ ლიდერობს.

ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში 5-6 სექტემბერს გაიმართა, დავით ქაჯაიამ თავის კლასში (TC2T) პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი პირველად იღებს მონაწილეობას და განვლილი ოთხი ეტაპის მიხედვით, დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ჩემპიონატი 6 ეტაპად იმართება და ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები მასპინძლობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics