|
2020-08-03 12:59:25, 3219 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე
საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე, - ამის შესაახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას წინსვლა და განვითარება მოუტანა, თუმცა იყო შეცდომებიც. „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო, გაემთლიანებინა ის უფსკრული, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოიშვა ზუგდიდსა და სამეგრელოში. „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო გაემთლიანებინა და ის წყლულები მოეშუშებინა, რომელიც სამოქალაქო ომმა დატოვა. „ვარდების რევოლუციის“ მერე იყო წინსვლა, განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ შეცდომებსა და პრობლემებს. ჩვენ საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია და სწორედ ამ პოზიციით ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ არასდროს უნდა მოვითხოვოთ გაკეთებული საქმეებისთვის და წარმატებისთვის მადლობა, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა. ესეც არის ჩვენი მტკიცე პოზიცია წარსულთან დაკავშირებით, რომელიც არის მშობელი მომავლისა“, – განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და ზუგდიდში, დეპუტატად კენჭს გიგი უგულავა იყრის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)