|
2020-08-03 10:29:41, 2170 ნახვა
საზოგადოება
წინანდალში, ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
კახეთის მხარეში, სოფელ წინანდალში, პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში წყლის რესურსების რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირის მხარდაჭერით, ვმუშაობთ სააუზო მართვის პრინციპების დამკვიდრებასა და სააუზო მართვის გეგმის შემუშავებაზე. ალაზანი-იორის მდინარის სააუზო მართვის გეგმის განხილვაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რათა მოხდეს წყალსარგებლობის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა გათვალისწინებაც გააუმჯობესებს წყლის რესურსებზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სხვადასხვა სექტორის წვდომას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ევროკავშირის პროექტის განმახორციელებელმა საქართველოში, ზურაბ ჯინჭარაძემ, დაინტერესებულ მხარეებს ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები წარუდგინა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა იმსჯელეს ალაზანი-იორის მდინარის აუზში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში. საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)