17:26 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 18:22:26, 18008 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსული ვაქცინა ბრიტანულსა და ამერიკულზე ადრე - რუსული მხარე ვაქცინის დასრულებაზე საუბრობს

CNN - ის ინფორმაცით რუსეთი აპირებს პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას დაამზადებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რუსული ვაქცინა 2-3 კვირაში მოხმარებაში იქნება.

მოსკოვის CNN-ის ჟურნალისტს ზარა ულაჰმას მოსკოვში მდებარე Gamaleya Institute-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ვაქცინა აგვისტოს შუა რიცხვებში მზად იქნება და ის პირველად ექიმებს მიეწოდება, შემდეგ კი ყოველდღიურ მოხმარებაში ჩაეშვება.

„ამერიკელები ამით გაოცებული დარჩებიან. ყოველთვის, სადაც მსოფლიოს სჭირდება, რუსეთი იქ პირველია“ , - ამის შესახებ რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელმა, კირილე დმიტრიევმა ჟურნალისტს განუცხადა.

დმიტრიევა აფინანსებს რუსული ვაქცინის დამზადებას, რომელსაც მალე უნდა ველოდოთ, თუმცა რუსული მხარე არ ასაჯაროებს არანაირ დოკუმენტსა თუ ცდებს, რომ ვაქცინა გამოიცადა და მისი მოხმარება რეკომენდირებულია.

შესაბამისად, მისი უსაფრთხოების შესახებ ცნობები არ არსებობს, თუმცა ვაქცინით დაინტერესდა მსოფლიოს 20 ქვეყანა და რამდენიმე ამერიკული კომპანია, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics