22:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 11:57:11, 502 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში უკრაინელი ჯარისკაცების შვილები იმყოფებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწვევით, აჭარაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილები ისვენებენ.

19 ბავშვი ორ მშობელთან ერთად რეგიონს 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები 2 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა“-ს ბაზაზე დასვენება/რებილიტაციის კურსს გაივლიან.

ბავშვებს, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე რომან ბოლქვაძე დახვდნენ.

ბავშვებისთვის ცენტრში მოწყობილია ბანაკური ტიპის ცხოვრება. მოზარდები 14 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მხიარული სტარტები, შეჯიბრებები კალთბურთში და ფეხბურთში.

დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში.

უკრაინელი ჯარსკაცების შვილების ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგემა.

2015 წლის, მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics