19:43 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 21:04:32, 3446 ნახვა

საზოგადოება
მირიან ნიკოლაძე - გამოძიებამ სრულად აღადგინა გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი

„გამოძიებამ სრულად აღადგინა გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი“ , - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ ზუსტად დაადგინა ვინ მიზდევდა გიორგის და ვინ სცემა ის.

“მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ ტოიოტადან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში”, — წერს ნიკოლაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics