|
2020-07-24 16:17:37, 3533 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე - მთავრობა სპეკულირებს, თითქოს ეს მათი დამსახურებაა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მიესალმება. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება საქართველოს დამსახურება არ არის და ისინი ამით სპეკულირებას ახდენენ. „მნიშვნელოვანია სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, ვინაიდან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს არის აშშ- ის სტრატეგიული პოზიცია. მთავრობა ნუ ეწევა სპეკულირებას, თითქოსდა, რაღაც დამსახურება იყოს მათი ამაში, ისევე როგორც ეწევიან სპეკულირებას, რომ თითქოსდა, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15 პროცენტით, ანუ მის გაყინვას, 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დოკუმენტი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის - სხვა. თავისთავად, საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ძალიან კარგი და მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული მეორე დოკუმენტიც, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ქვეყანაში თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და არ იქნება დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანას 20 მილიონი დოლარი გაეყინება. არავის არ უხარია ჩვენი თავდაცვის განვითარებისთვის ფულის დაკლება. ძალიან გაგვიხარდება, თუ მთავრობა ამ ვალდებულებას შეასრულებს და დროულად შეწყვეტს იმ უმსგავსობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ჰქვია საკონსტიტუციო შტოების უზურპირება ერთი ადამიანის მიერ. მეორე დოკუმენტი კვლავ არის ძალაში და იგი განხილული იქნება ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებისას. ასე რომ, ერთი დოკუმენტიდან თუ რაღაცები იქნა ამოღებული, მაგრამ იგივე რანგის მეორე დოკუმენტში არის, ეს არ აძლევს მთავრობას სიხარულისა და ტაშის შემოკვრის საფუძველს. ეხმარებიან სახელმწიფოს და არა მთავრობას. საქართველო ამერიკისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, სადაც 3 ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო ამ ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო განვითარებისთვის, რეგიონში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და მისასალმებელია, რომ სამხედრო ავტორიზაციის აქტით კიდეც ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)