|
2020-07-24 10:14:39, 3747 ნახვა
კომენტარი
ანი გაბეჩავა - კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე ანი გაბეჩავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გაბეჩავა წერს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც მისი ჩვენება და არც მიმოწერა მეგობრებთან. იგი აღნიშნავს, რომ ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. „გადავწყვიტე,რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ,რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან,რომ პირველი ადამიანი ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში,ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული,დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას. გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს,რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა,რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია.ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა,რომ გამერკვია თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს,რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო:1.მარტო არ მსურდა წასვლა, 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა,რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა,რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა. ნუ დაგავიწყდებათ,რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი,რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას. მინდა მივმართო მედიას. იმ შემთხვევაში,თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია ამომწურავად გაგცემთ პასუხს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს,რომელიც მამხნევებდა ამ მძიმე დღეებში“, - წერს გაბეჩავა.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)