07:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 18:52:08, 417 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბიორგე ბრენდეს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც ესწრებოდა. 

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ბიორგე ბრენდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნორვეგია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. 

მინისტრებმა შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის დეტალები განიხილეს. ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს.

ბიორგე ბრენდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ამბასადორიალი 2015"-ში მიიღო მონაწილეობა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics