01:31 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 08:02:43, 6294 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოსა და აჭარაში სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

იმერეთის რეგიონის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელოსა და აჭარაში გაეცნო.

იმერეთის მსგავსად ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს სამეგრელოში. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე - სრულად რემონტდება ყაზარმები, ხდება სახურავების გამოცვლა და ახალი პროფილირებული თუნუქის სახურავით გადახურვა, შენობა-ნაგებობი სინეტისგან დამცავი ანტიკოროზიული, ანტისეპტიკური და ნესტგამძლე საღებავებით იღებება, გარე ფასადები კი, ჰიდრო-თბო იზოლაციით შეიფუთება. ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში სპორტული მოედნებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფში. მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას. ადლიის სამხედრო ნაწილში რემონტდება საკონტროლო გამშვები პუნქტისა და შტაბის შენობები, ყაზარმები, სასადილო, სპორტდარბაზი, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო და სხვა ტექნიკური დანიშნულების შენობები. მიმდინარეობს გარე განათების სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი თავდაცვის მინისტრის დავალებით მიმდინარეობს. განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია 60 ლოკაციაზე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics