19:02 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 13:20:18, 4916 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სეტყვის შედეგად დაზარალებულ 1276 ოჯახს 638 681,29 ლარს გამოუყოფს

აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სეტყვის შედეგად დაზარალებულ 1276 ოჯახს 638 681,29 ლარს გამოუყოფს.

ფინანსური დახმარება მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა. სტიქიამ ერთწლიანი კულტურები დააზიანა, ზოგიერთ სოფელში კი სრულად გაანადგურა.

დაზარალებული ოჯახების კომპენსირების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

კომისიის რეკომენდაციით: • ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 490 ოჯახზე გამოიყოფა 332 115,335 ლარი • შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 199 ოჯახზე 70 636,65 ლარი • ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 587 ოჯახზე 235 929,31 ლარი

სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

2020 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ფინანსური დახმარება დღემდე გაიცა 112 ოჯახზე, გამოიყო 1 721 971 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics