20:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 14:57:45, 3775 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რაზეც საპარლამენტო ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა

საკონსტიტუციო ცვლილება, სწორედ ის ცვლილებაა რაზე,  90-იანი წლებიდან საპარლამენტო ელიტა ოცნებობდა, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაანცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ვინც ცვლილებების უარყოფა  გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით ახსნა არ იმოქმედებს. 

"მინდა თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. ყველას აქვს მნიშვნელობა, ვინც ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო  ქვეყნის ინტერესები, მის ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა. 

ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ, და საბოლოო ჯამში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას: პირველი, რათქმაუნდა ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკედებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა, ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ქართულმა ოცნებამ შეძლო, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა სრული მობილიზება მოახდინა და გააკეთა ის რაც უდნა გაეკეთებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და შემდგომი დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. 

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ამას მივეცით ჩვენ ხმა. ვინც, გარკვეული ვიწრო პოლიტიკური და ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს, გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით ეს თავსი გამართლება არ იმუშავებს, თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. მინდა თითოეულ იმ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო", - განაცხადა გახარიამ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics