|
2020-06-26 16:51:50, 4578 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი - პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ხელისუფლება რთველის პერიოდში არც ამ ჯერზე მიატოვებს მოსახლეობას. ლევან დავითაშვილი, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშის წარდგენას ესწრება. “მე ვფიქრობ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი განვითარების აბსოლუტურად სხვა დონეზე ავიდა. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ ფერმერის მიერ მოწეული მოსავალი, პრობლემების გარეშე, მთლიანად დაბინავებულია. სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია. პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, ვინაიდან ჭარბი სწორედ რქაწითელის ჯიშის ყურძენია და ძირითადად პრობლემები სწორედ ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული. ექსპორტის თითქმის 80%-მდე, 70%-ზე მეტი, წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული წითელი ღვინოებია, მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები. მომავალ კვირას მთავრობა მიიღებს დადგენილებას რთველის ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ. ეს იქნება მკაფიოდ გაწერილი პირობები, რომელიც შეჯერებული და დარგთან შეთანხმებულია. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც არსებული ფინანსური შესაძლებლობებით გაკეთდა მოსახლეობისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი, ისევე როგორც წინა წლებში, ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო საწარმოს რესურსები იქნება სრულად გამოყენებული იმისთვის, რონ ის ჭარბი მოსავალი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეიძენს, დაბინავდეს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)