14:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 15:35:04, 3390 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ ზემო ხანდაკში ცენტრალური მაგისტრალის მოწყობის  და საუბნო დაქსელვის სამუშაოების  შემდეგ მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.  
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ და შპს „სოკარჯორჯიაგაზი“-ს კასპის სერვის ცენტრის მენეჯერმა მამუკა ახლოურმა სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და ცისფერი ალის ანთების პროცესსაც დაესწრნენ. გაზიფიცირება ამჟამად სოფელ თელიანსა და დოესშიც მიმდინარეობს. სოფელ ხოვლეში კი  ცენტრალური მაგისტრალის პროექტირება დასრულდა და  „საქართველოს  გაზის  ტრანსპორტირების კომპანია“ მალე მაგისტრალის მშენებლობას დაიწყებს. 
სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია გაზიფიცირებით  და აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობები. ისინი მადლობას უხდიან „საქართველოს  გაზის  ტრანსპორტირების კომპანია“-ს,  შპს „სოკარჯორჯიაგაზი“-ს კასპის სერვის ცენტრს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.
კასპის მუნიციპალიტეტში  ამჟამად 90%-ია გამრიცხველიანებული.   სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გაგრძელდება ვიდრე მუნიციპალიტეტი სრულად არ იქნება გაზიფიცირებული - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics