|
2020-06-24 12:18:14, 2633 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - ვრცელდება დეზინფორმაცია, რათა მოახდინონ აჭარის მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ გაცემული კომპენსაციების დისკრედიტაცია
აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის თაობაზე აპარატში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ვრცელდება დეზინფორმაცია და ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინონ აჭარის მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ სოციალური თუ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით გაცემული კომპენსაციების და დახმარებების დისკრედიტაცია. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ აჭარის მთავრობის აპარატში დაცულ ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის თაობაზე. ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება დეზინფორმაცია და ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინონ აჭარის მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ სოციალური თუ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით გაცემული კომპენსაციების და დახმარებების დისკრედიტაცია. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გაცემულია დახმარება 600-მე მეტ მოქალაქეზე, დაფინანსდა მედიკამენტები, ქირურგიული ოპერაციები, გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ. სარეზერვო ფონდის საშუალებით გადარჩა ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ათობით ოჯახს შეექმნა ცხოვრების ადამიანური პირობები, ჩვენს მოქალაქეებს მოუგვარდათ უმწვავესი სოციალური პრობლემები. ოპონენტების მცდელობას ჩრდილი მიაყენონ მთავრობის გადაწყვეტილებებს, დარჩება წარუმატებელი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით დახმარება გაიცემა სტანდარტული პროცედურის შესაბამისად. აჭარის მთავრობის აპარატში 2020 წლის მარტის თვეში შემოვიდა მოქალაქეების მ.ქ და ნ.ფ წერილები, სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე, მედიკამენტების საჭიროება და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სოციალურად დაუცველობით (სოციალური ქულა 63 080) ოჯახის წევრების უმუშევრობით. განმცხადებლები, მთავრობისგან მოითხოვდნენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას (იხილეთ განცხადებები პერსონალური მონაცემთა დაცვის იდენტიფიცირების გარეშე). მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს). საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე 18-ე მუხლის თანახმად მთავრობის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა. საგულისხმოა, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ ანგარიში ყოველწლიურად ეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს, განკარგვის პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა დეპუტატს და დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)