16:24 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 12:36:11, 1858 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - გავრილოვს საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების სახით ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს

„გავრილოვს ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს დღევანდელი ხელისუფლების სახით ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გავრილოვი და 20 ივნისი დაგვეხმარა იმაში რომ გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ რამხელა საფრთხეს უქმნის ხელისუფლება ჩვენს ევროპულ მომავალს.

„გავრილოვს ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს დღევანდელი ხელისუფლების სახით ქვეყანაში დღესაც. იგივე ხელისუფლება, რომელმაც 20 ივნისს მოიწვია ის საქართველოში, საქართველოს პარლამენტსა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში.

გავრილოვი და 20 ივნისი დაგვეხმარა ერთ რამეში, რომ გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ რამხელა საფრთხეს უქმნის ხელისუფლება ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ვრცელდება გავრილოვის განცხადება, სადაც კომუნისტი დეპუტატი 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მოიხსენიებს. დუმის დეპუტატი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ინიციატივით გამოდის.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics