14:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 17:47:05, 1864 ნახვა

რეგიონი
ბათუმის განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა  აქტიურად      მიმდინარეობს. განათლების ქალაქის სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომაროვის სკოლის ფილიალის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.
250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.
ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის" კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის", მულტიფუნქციური ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობას. განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელოვნებო სკოლის პროექტირება.
განათლების ქალაქის პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics