21:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 15:15:52, 1057 ნახვა

რეგიონი
მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები განახლდა

მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები დღეს განახლდა. პროგრამა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დროებით იყო შეჩერებული.

მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს დღეს დაბა ქედის ცენტრის მოსახლეობასთან და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ქედის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ, მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები იდეის წარმოდგენის პროცესში და პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მოქალაქეებს იდეის წარმოდგენა 1 ივლისიდან შეეძლებათ. გამარჯვებული იდეის განხორციელება კი 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ: თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს

საპროექტო იდეა უნდა ეხებოდეს დაბა ქედას ან/და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულს და უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას;

პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას და წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საკუთრებას. ის არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.

იდეების რეგისტრაციის შემდგომ მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ გადარჩევას (სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას) და მეორე ეტაპზე გადასული იდეების ავტორებს აცნობებს სმს შეტყობინებით

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს განსაზღვრულ ვადაში ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით.

უნდა გახსოვდეთ, რომ:

თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;

თქვენ არ გევალებათ არც ზუსტი პროექტის შედგენა და არც დეტალური ხარჯთაღრიცხვის გაკეთება;

საპრექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics