22:08 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 17:09:51, 4471 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოფლების ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები.
გზაზე ამჟამად რკინა ბეტონის კიუვეტების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის სიგრძე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს 4 200 გრძივი მეტრია. სამუშოების ღირებულება 2 550 000 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია, ხოლო ზადიანთკარი მაღალმთიანიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი - აღნიშნა სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას ზაზა მარიდაშვილმა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics