|
2020-05-31 17:10:47, 1175 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი" მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი დიდადაა დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას და ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი იქნება. მინისტრმა დღეს მონაწილეობა მიიღო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტსა და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს. სასტუმრო კომპლექსის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარია, ხოლო უშუალოდ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ რიცხვს საქართველოც შეემატება. „ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა - პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ამ პერიოდში შევიძინეთ ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ ყველაფერს გაუძლო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ჩვენ ახალ სასტუმროებს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი", - განაცხადა ნათია თურნავამ. „საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია და ამ ფონზე შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ არსებული სასტუმროების შენარჩუნება, არამედ ახალი კომპლექსების მშენებლობის დაწყებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწინდარი კიდევ უფრო ძლიერი ტურისტული სექტორისა საქართველოში. ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. კომპლექსი „ბამბუ ბიჩ ციხისძირის" ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)