|
2020-05-26 13:08:45, 2473 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტის სამსახური - 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი არ შესრულდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით. „2019 წელს სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ მობილიზებული საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულოდ მისამართი თანხების სახით მიიმართა 69.4 მლნ ლარი. აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ/ა(ა)იპ-ების მფლობელობაში რჩება ჭარბი ოდენობით ფულადი რესურსი, რაზეც კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მიუთითებს. მიზანშეწონილია, გამოუყენებელი ფულადი სახსრები დროულად იქნეს მიმართული სახელმწიფო პროდუქტების/სერვისების შექმნის ან/და გაუმჯობესების მიმართულებით; საყურადღებოა სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვის ნაკლოვანებები. კერძოდ, 35 ორგანიზაციის მიერ არ იგეგმებოდა შემოსავლების მიღება, თუმცა მათ მიერ ჯამში აკუმულირდა 26.3 მლნ ლარი. 26 უწყების შემთხვევაში საკუთარი სახსრებიდან ხარჯების გაწევა დაგეგმილი არ ყოფილა, ფაქტობრივმა მაჩვენებელმა კი 8 მლნ ლარი შეადგინა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი მთავრობის ვალის მაჩვენებელი არ მოიცავს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს, რომლებიც უნდა დაკლასიფიცირდნენ როგორც სამთავრობო სექტორი. ასევე, ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შესახებ; საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით. კერძოდ, 2019 წელს 11 საინვესტიციო პროექტს აქვს ნულოვანი ათვისება, ხოლო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული გეგმის მიმართ 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს. შედეგად, საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი ვალდებულების გადასახადიდან (4.8 მლნ ლარი), 1.2 მლნ ლარი გადახდილია 70%-ზე დაბალი ათვისების მქონე 9 საინვესტიციო კრედიტზე“, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)