22:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 10:04:54, 1146 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას

„ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ. „პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics