22:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 18:10:57, 1451 ნახვა

კომენტარი
ბასილაშივლის ყოფილი ცოლის ადვოკატი - საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე

ბასილაშივლის ყოფილი ცოლის ადვოკატის ანა ტავხელიძის განცხადებით, საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე.

მისი თქმით, სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია.

 „ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: პირველ რიგში, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად განსჯადი თემა არის დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ჯერ კიდევ, გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არა ერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია, როგორც სხვადასხვა მტკიცებულებებზე,მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეომასალაზე. საუბარი არის ექსპერტიზის დასკვნაზე,შეფასებებზე, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. მთავარია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არა ერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო, რასაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics