15:49 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 11:34:31, 12698 ნახვა

ომი უკრაინაში
რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

o   მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.

o   მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.

o   დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ");
  • სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

o   დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.

o   დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

o   გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.

o   მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

o   შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).

o   შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

o   შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.

o   ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

o   ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.

o   სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

o   ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

o   კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.

o   შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

o   იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

o   დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

o   შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ");
  • სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

o   ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.

o   სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

o   ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

o   საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო სამსახური - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics