11:32 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 16:01:38, 1122 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე ოპოზიციას - მესმის რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმიტომ, რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების

„მე მესმის ოპოზიციას რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმიტომ, რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების, მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და საზოგადოების ეს სილა იქნება  საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ  პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, მსოფლიო ცხოვრობს განსხვავებული რეჟიმით და ამიტომ ჩვენც გვჭირდება განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული გადაწყვეტილებები, უფრო მეტი გონივრულობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, როცა საქმე საზოგადოების ჯანმრთელობა და ქვეყნის ინტერესს ეხება. მე ვფიქრობ, ის არჩევანი, რაც სხვადასხვა ფორმულირებით იქნა მოცემული, სამი არჩევანიდან ერთი უნდა გავაკეთოთ. სხვა არჩევანი ნამდვილად არც გვაქვს, იმიტომ რომ ის შემოთავაზება, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, ანუ კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამ დროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმევა ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ამ პროცესს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რაც არ უნდა მცირე მცირე ლოკაციას იყოს, ის შეაფერხებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მთავარი არის, ის რომ ჩვენ რითიც დავიწყეთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჩვენ გვინდა თუნდაც ამ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა მოვხსნათ იმის გამო, რომ ეს შეზღუდვები არ იყოს იმდაგვარი მძიმე, როგორიც იყო აქამდე, თუმცა ამ სიმძიმემ მოიტანა ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად სასიკეთოდ გამოვიყურებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის შუალედური პოზიტიური შედეგი და თუ ჩვენ ის შეზღუდვები, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებას სწორად მართავს და მთავრობას მისცემს ამის საშუალებას, შესაძლოა ეს სასურველი შედეგი ძალიან მძიმე შედეგად ვაქციოთ. იმიტომ, რომ ვირუსის ხასიათი, პანდემიის ხასიათი უკვე ჩანს. იმ ქვეყნებმა, სადაც წინააღმდეგობა არაადექვატურად იქნა შეფასებული, სადაც რეგულაციები იქნა დაგვიანებული ან საერთოდ არ იქნა შემოღებული, იქ ძალიან მძიმე შედეგი დადგა. არადა პანდემია არ დასრულებულა, ამას გვეუბნევიან მსოფლიო მნიშვნელობის ეპიდემიოლოგები და ჩვენი სპეციალისტები, რომელთა როლი ამ პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულიად ნათლად და გასაგებად გვეუბნევა, რომ ერთბაშად არ იქნეს მოხსნილი ეს რეგულაციები, თორემ ეს სახიფათოა. თქვენ ძალიან ბევრი უფლებები და რეგულაციები ახსენეთ, კი ბატონო, მაგრამ არავის გიხსენებიათ ის მთავარი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ შეინარჩუნეთ რეგულაციები ის, რაც სავალდებულოა. მე მესმის, რომ რთულია შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთულია იმ რეჟიმში ცხოვრება, როცა პაციენტები სასუნთქ აპარატზე არიან შეერთებულნი, როცა ექიმები ძალიან მძიმე არჩევანს აკეთებენ - ვიღაცას უმკურნალონ და ვიღაცას არა, იმიტომ რომ მისთვის აღარ არის ადგილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აქ, პარლამენტში უნდა იქნეს მიღებული და სწორედ ეს არის პარლამენტის როლი, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროს, დააზღვიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, დააზღვიოს ქვეყნის ინტერესები და მისი უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ აქ ხდება ამ კანონის მიღება და ჩვენ მთავრობას უფლებას ვაძლევთ, რომ გონივრულად მართოს პროცესი, როგორც აქამდე შეძლო და იმედია ამის შემდეგაც შეძლებს. ეს არის იმ შემთხვევა, როცა ამ დროს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მე მესმის ოპოზიციას რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და სამი ალტერნატიული ვარიანტიდან ირჩევთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, იმიტომ რომ გინდათ მოსახლეობა უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ იყოს და ასევე გინდათ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, და მერე აქეთ გადმოგვაბრალოთ, იმიტომ რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების და გინდათ გაწელოთ ეს დრო, რომელსაც დააბრალებთ სხვას. მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და საზოგადოების ეს სილა იქნება  საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics