|
2020-05-20 12:20:05, 1199 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი - ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს
ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება ივანიშვილმა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლიდან გამომდინარე მიიღო. „ქართული ოცნების“ სპიკერები უბრალოდ მატყუარები არიან და მათი ტყუილი არაერთხელ გვინახავს, თუნდაც განვლილი თვეების განმავლობაში. ახლა კი ზურაბიშვილმა, უბრალოდ დაადასტურა, რომ იმას, თუ რას იტყვის „ქართული ოცნების“ რომელიმე სპიკერი რომელიმე დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. თავად ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მან რა უნდა განაცხადოს, ძალიან კარგად ვიცით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იძულებით, იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც ივანიშვილს უყენებს ქართული საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)