23:46 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 16:12:48, 1426 ნახვა

კომენტარი
პრემიერი უგულავა-ოქრუაშვილზე - აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ

აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ადამიანი არის ბრძენი და არჩევნებში დავინახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან.

„პირველ რიგში ჩვენ მობილიზებული ვართ კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. ქართველი ადამიანი არის ბრძენი, აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics