00:09 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 15:19:01, 1441 ნახვა

კომენტარი
მელია - თუ ოლიგარქი გიორგი რურუას პირადი ტყვეობიდან არ გამოუშვებს, 8 მარტის შეთანხმება არ აღსრულდება

თუ ოლიგარქი გიორგი რურუას პირადი ტყვეობიდან არ გამოუშვებს, 8 მარტის შეთანხმება არ აღსრულდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი სუბიექტი სწორედ გიორგი რურუა იყო.

„ეჭვგარეშეა, რომ ოლიგარქს მოუწევს გიორგი რურუას გათავისუფლება. რატომ? მოდით დავფიქრდეთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. 8 მარტის შეთანხმების ვერ აღსრულების ბიძინა ივანიშვილს ხომ შეეშინდა. ამიტომაც გახდა იძულებული, რომ გაეთავისუფლებინა ბატონი ოქრუაშვილი და ბატონი უგულავა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საგანი და ერთ-ერთი სუბიექტი ასევე გახდათ ბატონი გიორგი რურუა. თუ მას არ გამოუშვებს ციხიდან, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსნებთ, რომ სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics