|
2020-05-18 11:22:15, 876 ნახვა
რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები გაუქმდა
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მარნეულში არსებული სამივე საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი განახორციელა. მოიხსნა ღამის ძლიერი განათების სისტემა, სათვალთვალო კამერები და რკინა-ბეტონის ბარიერები, ასევე დაიშალა საველე სამედიცინო კარვები. მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც კვლავ რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები და სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამართალდამცავებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მოსახლეობის თერმოსკრინინგი. 22 მარტიდან თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს, შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)