|
2020-05-12 18:45:21, 1653 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, შეასრულონ შეთანხმება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს თავი დაანებოს მოსახლეობის მოტყუებას და ამასთან ერთად, შეთანხმების თანახმად, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. „მოვუწოდებთ ოპოზიციას თავი დაანებონ ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმიტომ, რომ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც არის წერილობითი და რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც გარკვევით წერია, რომ შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში წარმოადგენს 120/30 და ასევე მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. რა პროცესსაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის ოპონენტების მხრიდან სწორედ მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების შეურაცხყოფა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტების იმ განცხადებებსაც გამოეხმურა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან.„ის რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ფაქტი და იმ პირებს ვისაც ასახელებენ ჩვენი ოპონენტები, მათ უკან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას. თუ ვინმეს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ოპონენტების მხრიდან ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იგივეს გვთხოვენ ჩვენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეასრულონ შეთანხმება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)