01:00 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 11:33:20, 1493 ნახვა

რეგიონი
საჩხერეში მცხოვრებ 10 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს   დირექტორი  ბესარიონ სიმონიშვილი  და გაეროს ლტოლვილთა  უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი   კემლინ  ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს.

დევნილ ოჯახებთან გამართულ შეხვედრას საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ.

იძულებით გადაადგილებული 10 ოჯახი საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩა N10-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 1000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics