|
2020-05-01 18:30:15, 1326 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მიკროგრანტების პროგრამით განსაკუთრებული პრიორიტეტი ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მლნ ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ დღეს პროგრმაის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. „ე.წ. მიკროგრანტების პროგრამა აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო - დღემდე ამით 6000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. ეს არის პროგრამა, როდესაც ყველაზე მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ცალკეულმა ოჯახმა, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში, ცხოვრობს სოფლად. ეს თანხები საკმარისი იყო იმ პერიოდში მცირე აქტივობის დასაწყებად - ფერმა თუ მცირე საოჯახო სასტუმრო გაეხსნათ, ან პატარა წარმოება დაეწყოთ. პირველ რიგში - ჩვენ გავაოთხმაგეთ ბიუჯეტი, 10 მლნ ლარი გვქონდა და ახლა ამისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე იზრდება გრანტის მოცულობაც - 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, პროგრამის ბენეფიციარის მიერ შეტანილი თანდაფინანსების ოდენობა კი განახევრდება. „ორჯერ შევამცირეთ ის თანადაფინასება, რომელიც იყო მოთხოვნილი და თავად ბენეფიციარს უნდა მოეტანა - აქამდე თუ 20%-იან თანადაფინანსებას ვითხოვდით, ახლა ეს იქნება მხოლოდ 10 %", - აღნიშნა მინისტრმა. ეკონომიკის მინისტრის პროგრნოზით, მიკროგრანტების განახლებული პროგრამით უახლოეს პერიოდში სულ მცირე 5000 ქართული ოჯახი ისარგებლებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომლეთაც დღეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)