|
2020-04-26 18:19:44, 1945 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი პრემიერის განცხადებაზე - სწორია, რასაც ერთი კოვზით ზიარების წესზე ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს
აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს პრემიერი, რადგან ის ამას საერო პოზიციიდან ამბობს, - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია. მიტროპოლიტის თქმით, პრემიერ-მინისტრი და ექიმები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან. „აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს პრემიერ-მინისტრი გახარია იმიტომ, რომ ის ამას საერო პოზიციიდან ამბობს და ჩვენ ამას ვამბობთ საეკლესიო და ღვთიური პოზიციიდან, რომ არ არის საფრთხის შემცველი. პრემიერ-მინისტრი და ექიმები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი, იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლს და ხორცს გვაძლევს საჭმელად და სასმელად. ამაზე რას იტყვიან პრემიერმინისტრი და ექიმები? ვერაფერს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ეს არის მისტიკა, ეს არის საიდუმლოება და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი კოვზით ზიარების მაღალი რისკის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ვერ იტყვის, ერთი კოვზით ზიარებით მოხდება თუ არა ვირუსის გადატანა, რადგან ამაზე სამეცნიერო კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)