|
2020-04-22 13:05:04, 1351 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - ახლა, როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას - არ შეიძლება მოდუნება
ახლა როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად არ უნდა მვიეცეთ თვითკმაყოფილება, არ შეიძლება მოდუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ, კორონავირუსთან საბრძოლველად გადადგმულ ნაბიჯებს. „ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებეთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას, ამის კიდევ ერთი მაგალითია, გუშინდელი ჩემი საუბარი, გაერთოს გენერალურ მდივანთან, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმაებები, ამით უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად არ უნდა მვიეცეთ თვითკმაყოფილება, არ შეიძლება მოდუნება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო გამძიმებას გამოიწვევს, მთავარია შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლ ქვეშ და ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, იყოს მათთვის ადგილები, როგორც აქამდე შევძელით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)