|
2020-04-21 19:23:47, 1442 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე - ოკუპაციის რეჟიმი უნდა მოიხსნას და შემდეგ ვილაპარაკოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე
„არ ვიცი, რუსეთისთვის რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს განცხადება, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ფაქტობრივად, სამი საელჩო შედგეს იმ ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო სტანდარტით ჰქვია საქართველო - ეს აბსურდია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა. გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა. „ჩვენ ველოდებით საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ოკუპაციის რეჟიმი უნდა მოიხსნას და შემდეგ ვილაპარაკოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საელჩოს გახსნაზე. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ეს ფრენები. მოვა დრო, გაიხსნება მიმოსვლა სახელმწიფოთა შორის და ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე პოზიტიური პასუხი გავცეთ. მაგრამ რეალობაში, დღეს მსოფლიოს წინაშე სხვა გამოწვევა დგას და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების საკითხს, გიორგი ვოლსკის თქმით, ეს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. „რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების თემას, ეს არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოში, მაგრამ ის ფორმატი, რომელიც არსებობს სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონსულტაციებისა, რასაკვირველია, ეკონომიკურ საკითხებს ითვალისწინებს და მთავარი შემადგენელი ამ ფორმატისა არის ეკონომიკური საკითხები, რაზეც მსჯელობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)