17:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 17:22:11, 12756 ნახვა

ომი უკრაინაში
ირაკლი ჩიქოვანი - შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება

შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყანა ახალი კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა.

„კოვიდ 19“-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება როგორც თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას თითეული ჩვენთაგანი კარგად და ზუსტად აღვიქვამთ. საქართველოს მთავრობის ბრძოლა „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რადგანაც, ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა „კოვიდ 19“-ის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტი არის ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი.

ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics