08:13 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 20:31:29, 1551 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს - ასაკით ჩემზე უმცროსია და მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება

„მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი განცხადებები მისივე საექიმო მრჭამსიდან გამომდინარეობს.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომაზე, როდესაც საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან მე რაზეც ვისაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რადგან ხალხს აღდგომას ტაძარში წაუსვლელობისკენ მოუწოდებენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics