|
2020-04-16 18:24:54, 1031 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - აჭარაში კოვიდის მართვა ხორციელდება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აჭარაში Covid-19 მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა და კლინიკებში არსებული სერვისების მიწოდების ხარისხს ადგილზე გაეცნო. ,,ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური საავადმყოფო, პირადად მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე ბრძანდებოდა და მართალი გითხრათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე. ეს არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო თავისი დიზაინით, აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით ", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა ცხელების ნიშნების მქონე და Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მისაღებად უმოკლეს დროში აღიჭურვა, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა და ამ ეტაპზე უკვე მიიღო 20 პაციენტი. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად ჯამში 4 კლინიკაა მობილიზებული. თენგიზ ცერცვაძის თქმით საავადმყოფო კარგ დროს გაიხსნა, ახლა, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება თანამედროვე კლინიკები, რომლებიც მზად არიან მიიღო პაციენტები და საუკეთესო სტანდარტებით უმკურნალოს. პროფესორ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით ბათუმის კლინიკა „მედალფა" არის ერთ-ერთი საუკეთესო. „ძნელია ასე ცალსახად თქვა, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა საქართველოში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ყველა გაგებით. კლინიკა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომით. ექიმები და მენეჯმენტი იყენებს ყველა სიახლეს, რაც კი არსებობს მსოფლიოში და რაც ნებადართულია ოფიციალურად", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან, ბათუმის კლინიკა „მედალფაში" სტუმრობის შემდეგ.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)