18:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 13:29:51, 9626 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებით, საქართველო შეძლებს დაამარცხოს არსებული გამოწვევა

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ უფრო აქტიურად ჩაერთონ. მათ უკვე აქვთ წვდომის შესაძლებლობა სპეციალურ აპლიკაციაზე, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი, ძალიან ეფექტური მეთოდია, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით. მსგავსი ტიპის აპლიკაციები, ეპიდემიის კონტროლის მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში. ამ ქვეყნების მიღწეული შედეგი და წარმატება კი უკვე სახეზეა.  

"STOP COVID იძლევა შესაძლებლობას მოხდეს კონტაქტირებული პირების დროული გამოვლენა და მათი გაფრთხილება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფიდენციალურობასა და პირადი მონაცემების დაცვას. ჩვენ ვიყენებთ ავსტრიულ პლატფორმას და შესაბამისად ეს სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.

აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ აპლიკაციის გამართული და ეფექტური მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაზე, რისიც მე მჯერა და მწამს. მჯერა, რომ ერთად, არამხოლოდ სხვადასხვა უწყებების ძალისხმევით, არამედ თქვენი, ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებით, საქართველო შეძლებს დაამარცხოს არსებული გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას”,  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ STOP COVID  აპლიკაციის პრეზენტაციის დროს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია  STOP COVID  შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა  და პრევენციაა.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან - https://bit.ly/3bkYphX

iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ - https://apple.co/2V92MXw





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics