|
2020-04-16 12:23:03, 1016 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება
„ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებებს პოლიციასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას განაცხადა და ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველ სამხედროებს უხილავ მტერთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონია და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთანავე ჯარი ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩაერთო. ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების უშუალო ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილია 70 საკონტროლო გამშვები პუნქტი, დაახლოებით 950 000 მოქალაქეს ჩაუტარდა სამხედრო ექიმების მიერ თერმოსკრინინგი და თითქმის 470 000 ავტომობილი დამუშავდა სადეზინფექციო ხსნარით საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულის მიერ, რომელიც სპეციალური ეკიპირებითაა აღჭურვილი. თავდაცვის მინისტრმა საუბრისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვისა და შსს-ს ძალების გამართულ კოორდინირებულ მუშაობას გაუსვა ხაზი. „ეს გაკვეთილის მომცემია ჩვენთვის და ჩვენი სამხედროებისთვის, თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლისთვის, ასევე ზოგადად აღმასრულებლებისთვის, ვინაიდან ჩვენ მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, პოლიციასთან ერთად მოხდეს კოორდინირებული შერკინება და გამკლავება ასეთ უხილავ მტერთან, პრობლემასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრმა იმ ღონისძიებების შესახებაც იმსჯელა, რომელიც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში გატარდა. როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაახლოებით 2 თვის წინ, უწყებაში შეიქმნა შესაბამისი შტაბი, გაიმართა მართვის ცენტრი, 21 მარტიდან ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, მაქსიმალურად გამკაცრებულია სამხედროების შესვლა, მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მუდმივად უტარდებათ შემოწმება. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება სამედიცინო დეპარტამენტის აქტიურ ჩართულობასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის მაღალ პროფესიონალიზმზეც გაამახვილა და სამხედრო ექიმებსა და სამხედროებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მადლობა გადაუხადა.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)