|
2020-04-16 11:48:59, 8566 ნახვა
ომი უკრაინაში
საუნივერსიტეტო კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, 9 პაციენტი რეანიმაციაში რჩება
პირველის აუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული აპციენტი დატოვებს, ხოლო 9 კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთ-ერთი ორსული ქალბატონია. „რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს 9 პაციენტი, დანარჩენი პაციენტები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სართულებაზე, სხვადასხვა განყოფილებებში. სულ 78 დადასტურებული შემთხვევიდან 47 - ში დასტურდება მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, ხოლო დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ექიმ ინფექციონისტებთა და თერაპევტებთა მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს ჩვენი კლინიკიდან მეორე ორსული ეწერება. დამატებითი კვლევების შედეგად კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს ანუ სულ სამი პაციენტი გაეწერება დღეს კლინიკიდან. რაც შეეხებათ 7 ახალშობილს, ტესტების თანახმად მათთან არცერთთან არ დადასტურდა კოვიდ ინფექცია. ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, რომელთაგან 5 დატოვებს კლინიკას, რადგანა არცერთთან არ დადასტურდა ინფექცია და დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)