|
2020-04-15 18:28:31, 1513 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საწარმოებში დასაქმებულებმა თავი დაცულად იგრძნონ, მენეჯმენტმა კი უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, შემოწმების მიზნით „აჭარა ტექსტილის" ბათუმის საწარმოს ესტუმრა. "აჭარა ტექსტილის" საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე" მონაწილეობს. ნათია თურნავას განცხადებით, „აჭარა ტექსტილის" ბათუმის საწარმოში ვიზიტის მთავარი მიზანი ინსპექტირების ჩატარებაა, თუ რამდენად ასრულებს საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გაიდლაინებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოს თითოეულმა თანამშრომელმა მუშაობისას თავი დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, მენეჯმენტმა კი ვალდებულებები აღასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები", - ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საწარმოში ვიზიტი პირადად მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საწარმოში დასაქმებული მკერავებისთვის, რომელთა შეკერილი პირბადეებითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზარზი. „ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა გიგანტმა სახელმწიფომ და დროულად დავიწყეთ პირბადეების წარმოება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, არც ერთი დღე არ იგრძნოს ბაზარზე პირბადეების ნაკლებობა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 700 ათასი პირბადე მივაწოდეთ, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რაც სასიხარულოა. პირბადე უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ განუყრელ ატრიბუტად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მხრივ, ჩვენმა მოსახლეობამ არ იგრძნოს რაიმე სახის შეფერხება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)