18:44 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 17:06:20, 4812 ნახვა

სამხედრო
სესიაშვილი - უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს

„ამ ვითარებში ჩვენმა უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს“, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის ჩართული უსაფრთხოების სექტორი ამ ვითარებაში და როგორ ახორციელებს თავდაცვისა და საპოლიციო ძალები ჩვენი მოქალაქეების დაცვას.

„ორგანიზებულია დაახლოებით 79-მდე საკონტროლო გამშვები პუნქტი რომელთა ორგანიზება ძალიან მოკლე დროში მოხდა. საერთო ჯამში ჩატარდა 770 ათასზე მეტი   მოქალაქის თერმოსკრინინგი. ეს არის ის თერმოსკრინიონგი, რომელიც უშუალოდ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს. ასევე, დაახლოებით 260 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ჩატარდა. როგორც თავდაცვის ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებობს სიტუაციების გართულებასთან ერთად, შესაბამისი სამოქმედო გეგმები. ამასთან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში იცავენ ჩვენს მოქალაქეებს ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დაცულობაც იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა, ჯერ კიდევ 19 მარტს თავდაცვის ძალები მთლიანად ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა, რაც იყო სწორი გადაწყვეტილება.

„როგორც თავდაცვის ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები იმისთვის, რომ როგორც თავად იყვნენ დაცულები ასევე, მათ მოახდინონ მოქალაქეთა შემოწმება და მათი კანონიერი უფლებების დაცვა. სწორედ, აქ ჩანს ამ უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მოქმედების ეფექტური შედეგი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დღეს არის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ვართ ჯარისკაცი ეპიდემიასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვინც ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავძლიოთ ეს კრიზისი და დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას. ამიტომ დაიცავით უკლებლივ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics