|
2020-04-13 16:45:00, 1351 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები, რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს
„მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ შეასრულონ რეკომენდაციები. „უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში და შევუერთდები კოლეგების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს შეზღუდვების და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ. იმისათვის, რომ ეკონომიკამ იმუშაოს და იმისათვის, რომ რეცესიის ხარისხი შემცირდეს. ამიტომ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად რათა ჩვენ, უმოკლეს დროში, კრიტიკული ფაზის შემდეგ შევძლოთ, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები გაიშვას და ნელ-ნელა მოვახერხოთ ძველ რიტმზე დაბრუნება ან მიახლოვება მაინც", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა არსებულ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქმიანობის შესახებ და მათ აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. „საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წარმომადგენელი ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში და საქმიანობაში. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა კომიტეტი ჩართულია შესაბამის სფეროებთან კომუნიკაციაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია და ჯანდაცვის კომიტეტი მთლიანად ჩართულია აღსრულებაშიც კი და საზედამხედველო საქმინობას ახორციელებს ძალიან წარმატებულად. ასევე, ჩვენი ეკონომ იკური გუნდის წარმომადგენლები და შესაბამისი ლიდერები ჩართულები არიან პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავებაში, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით. ასევე, სხვა კომიტეტები. უკლებლივ ყველა, ჩართულია შესაბამის სფეროსთან კოორდინაციაში და ისინი წარმატებებით ახორციელებენ როგორც ინიციატივების დაყენებას, ასევე ზედამხედველობას კონკრეტული საკითხების აღსრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენს მაჟორიტარებს. უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა, მაჟორიტარი ჩართულია შესაბამისი რაიონის შტაბების მუშაობაში და ისინი იღებენ უშუალო მონაწილეობას აღსრულებაში",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)