14:17 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 12:03:08, 5017 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა. მე ვგულისხმობ ყველა ობიექტის, დაახლოებით 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას, ბაზების კეთილმოწყობასა და ყველა შენობის სრულ რეაბილიტაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ეს იქნება სრული განახლება თავდაცვის სისტემაში. ამას გარდა, ჯარისკაცების ეკიპირება და აღჭურვა შესაბამისი სტანდარტის აღჭურვილობით, კვება, სამედიცინო დაზღვევა, ხელფასები თუ საბინაო პოლიტიკა - ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება და მაისის ბოლომდე ამ ობიექტებზე 5000-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

„სამუშაოები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიშლება - 60 ლოკაცია, 250 ობიექტი. ეს პროცესი გავმიჯნეთ და ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ექნებათ ჯართან, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი სამხედროების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მან.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამისთვის 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა ჯარისკაცის ფორმისა და აღჭურვილობის სტანდარტის მაქსიმალურად გაუმჯობესებაა.

„ორ თვეში, მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც აცვია გერმანულ ჯარს. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა “ლოვა” და “ჰაიქსი”. ფორმები კი, ნატოს სტანდარტის იქნება. გამოიკვეთა კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავდა როგორიცაა გუჩი, ლუი ვიტონი და სხვები. შეიძლება ამ კომპანიასთან ჩვენ გავაფორმოთ სტრატეგიული ხელშეკრულება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მქონდა სურვილი, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო, მაგრამ ადგილზე სამწუხაროდ ვერ მომაწოდეს იმ ხარისხის ფორმები, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ ჩვენ თურქეთში შევუკვეთეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი ფორმები“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე - არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია - კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, იგინებით
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics