03:40 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 13:05:59, 4237 ნახვა

სამხედრო
დასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო.

ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.

ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი მუშაობის შედეგად 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სადეზინფექციო ხსნარით 211 726 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავეს, სამხედრო ექიმებმა კი, თერმოსკრინინგი 459 979 მოქალაქეს ჩაუტარეს. საგუშაგოების შემოვლისას დასავლეთის სარდალი და იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი სამხედროებსა და პოლიციელებსაც გაესაუბრენ და ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. შემდეგ კი, საველე სამედიცინო პუნქტები მოინახულეს და სამხედრო ექიმების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ფაქტობრივი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქუთაისში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ შსს-ს ძალებთან ერთად გადაადგილების კონტროლის პუნქტები დაუყონებლივ მოაწყო. საგუშაგოებზე 24-საათიან რეჟიმში III ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამართალდამცავებთან ერთადაა მობილიზებული და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაკისრებულ ამოცანებს ასრულებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics