|
2020-04-07 17:08:55, 1332 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - კომპანიების შემოწმების პროცესის ფარგლებში დღეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ვეწვიე, სადაც სანიმუშო წესრიგი დაგვხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს პირადად დაესწრო. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია, რომლის საქმიანობაც მთავრობის დადგენილებით ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების სავალდებულო დაცვის გათვალისწინებით. საწარმოში შემოწმება განახორციელა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა. მისი დასრულების შემდეგ, მინისტრმა დადებითად შეაფასა საწარმოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების შესრულების ხარისხი. „მოხარულები ვართ, რომ საწარმოში დაგვხვდა სანიმუშო წესრიგი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებისა და წესების დაცვის თვალსაზრისით. საწარმოს ყველა მუშა-მოსამსახურეს აქვს პირბადე და ხელთათმანები. პერსონალს რეგულარულად უტარდება თერმოსკრინინგი. საწარმო უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარით და სრულდება სხვა რეკომენდაციები, მატ შორის, პერსონალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საწარმოს შეუძლია, განაგრძოს საქმიანობა და ჩვენი მხრიდან შენიშვნას არ იმსახურებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად საქმიანობს. მისი თქმით, საწარმოში 1200 ადამიანი 4 ცვლაში აგრძელებს მუშაობას, ხოლო საწარმო, მისი მასშტაბების მიუხედავად, სრულად აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. „ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი სისტემური საწარმოების შემოწმებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა
Flydubai-ს ეკიპაჟის წევრებმა დუბაი-თელ-ავივის რეისზე შელაპარაკების შესახებ განაცხადეს: პილოტები ჩხუბში ჩაერთნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)