13:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 17:41:00, 1100 ნახვა

კომენტარი
კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულ თანამშრომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება.  დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა  რაოდენობა 16-ია. ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ  რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
„თიბისი ბანკის“ პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის
კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics