13:27 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 09:58:25, 12780 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისათვის 4 შინდისელი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისათვის 4  შინდისელი დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადაეცათ ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს, შალვა კვინიკაძეს, ილია კვინიკაძეს და ნუკრი ლაგორაშვილს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, მტრის პატრულირების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად შინდისის გმირები გადაარჩინეს.

პრეზიდენტმა ასევე გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი.

გორის რაიონის სოფელ შინდისში დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილზე გმირთა მემორიალია აღმართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics