19:49 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 15:45:49, 811 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს

მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, წლევანდელ რთველზე მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს.

მისივე თქმით, ძირითადად შარშანდელი მიდგომები გავრცელდება, თუმცა ასევე არის გარკვეული ცვლილებები.

"ჩვენთვის რთველი ერთ-ერთი მაღალპრიორიტეტულია. სუბსიდირება გადაწყდა, წელს იქნება სუბსიდირება პრემიერის დავალებით. ტარიფებისა და მეთოდოლოგიების შესახებ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით. ძირითადად გავრცელდება შარშანდელი მიდგომები, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებებიც“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წელს ყურძნის მოსავალი ძალიან კარგია.

„მოსავალი არის ძალიან კარგი, მინიმუმ 30 პროცენტით მეტი ვიდრე შარშან. ეს გამოიწვია ბევრმა ღონისძიებამ, მათ შორის, სეტყვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიამ, რომელმაც მინიმუმ 32 პრევენცია განახორციელა წელს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics